უკრაინის ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი ტომოსის ტექსტის ნაწილს არ ეთანხმება. მისი თქმით, საერთო კრებაზე უკრაინელმა სასულიერო პირებმა ტომოსის შინაარსის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ, წინააღმდეგ შემთხევაში მას ამ სახით არ მიიღებდნენ.

6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.

ნასტოიაშეე ვრემიასთან ინტერვიუში პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიამ სასურველი დამოუკიდებლობა ვერ მიიღო და ტომოსის სამ პუნქტს აკრიტიკებს. მისივე თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ისევე დამოკიდებულია, როგორხ ახლა უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო

ფილარეტის თქმით, ტომოსი უკრაინელებს, როგორც კიევის საპატრიარქოს მრევლს არ განსაზღვრავს.

"თუ უკრაინა მართლმადიდებელი ეკლესიაა, ეს ნიშნავს, რომ ყველა უკრაინელი, რომელიც ცხოვრობს მის ტერიტორიაზე და ემიგრაციაშია ჩვენი ნაწილია, ჩვენი მრევლია. მაგრამ ტომოსი ჩვენ გვეუბნება, რომ არა, ეს უკრაინელები, რომლებიც თქვენ გეკუთვნოდათ, ახლა კონსტანტინოპოლს ეკუთვნის", — აღნიშნა ფილარეტმა.

მეორე მნსაკითხი, რომელიც ფილარეტს ტომოსის ტექსტში არ მოსწონს, მირონის დამზადებას ეხება. ტომოსით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მირონის დამზადება ეზღუდება:

"მირონი სიწმინდეა, რომლის გარეშეც მირონცხების საიდუმლოება ვერ შესრულდება. თუ ჩვენ მირონი კონსტანტინოპოლიდან, სტამბოლიდან უნდა მივიღოთ, გამოდის, რომ დამოკიდებულები ვართ. სიტყვებით ავტოკეფალური ეკლესია ვართ, თუმცა, რეალურად, მსოფლიოზე ვართ დამოკიდებული — მოგვცემენ მირონს თუ არ მოგვცემენ".

მესამე შეზღუდვად ფილარეტი კონფლიქტების დარეგულირებას მიიჩნევს: თუ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში კონფლიქტი გაჩნდება, მას კონსტანტინოპოლის საპატრიარქო გადაწყვეტს. ფილარეტის თქმით, არც ერთ ავტოკეფალურ ეკლესიას, რომელმაც ტომოსი მიიღო, მსგავსი პუნქტები არ აქვს.

"ჩვენ უარს არ ვამბობთ ტომოსზე, მაგრამ არ შევასრულებთ ამ სამ პირობას", — განაცხადა პატრიარქმა.