ორი წლის წინ დევიდ ლინჩმა ყველასთვის წარმოუდგენელი რამ მოახერხა: მან ლეგენდარული სერიალი, Twin Peaks გააცოცხლა და კრიტიკოსებისა და მაყურებლების აღფრთოვანება კიდევ ერთხელ დაიმსახურა. მთავარი სირთულე, რომელიც მის წინაშე იდგა, მსახიობების "როლებში" დაბრუნება იყო. როგორ უნდა იგრძნო თავი პერსონაჟად, რომელიც 20 წელზე მეტია, აღარ გითამაშია? დევიდ ლინჩმა ამისთვის გუნდის წევრებს რუკა დაუხატა.

"დღეს მინდა Twin Peaks-ის ისტორიის ნაწილი გაჩვენოთ", - დაწერა კაილ მაკლაქლანმა ინსტაგრამზე, - "იმისთვის, რომ სერიალის აღქმა გაგვმარტივებოდა, დევიდ ლინჩმა რუკა დაგვიხატა".

ფანქრით დახატულ რუკაზე ყველაფერს ნახავთ, გოსთვუდის ეროვნული ტყიდან დაწყებული იმ ორი მთით დამთავრებული, რომლის გამოც ქალაქს ეს სახელი ეწოდა. ერთადერთი, რაც არ ჩანს, Roadhouse-ია.

შესაძლოა, ეს რუკა კარტოგრაფიული სიზუსტით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ დევიდ ლინჩის სამყაროში ცალი თვალით შესახედად სავსებით საკმარისია.