რატომ აცვია აჭარის ტელევიზიის დირექტორობის მსურველს ოცნების მაისური
აჭარის ტელევიზიის დირექტორობის ცხრა მსურველს შორის ერთი თორნიკე მჟავანაძეა. ინტერნეტში მის ფოტოებს შორის მმართველი პარტიის მაისურში გადაღებული სურათიც იძებნება. ბათუმელები წერს, რომ ის ქართული ოცნების აქტივისტია.
მჟავანაძე On.ge-სთან საუბრისას მუდმივად იმეორებდა, რომ მას, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, რაიმე ურთიერთობა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ვერ ექნება:
"რაიმე სახის მიკერძოებულობა პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ არსებობდეს".
კითხვაზე, დაუჭერია თუ არა მხარი ღიად რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატი იწყებს ფოტოზე საუბარს და ასე პასუხობს:
"რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოს, რომელშიც მე ოცნების მაისური მაცვია — ეს არის შვიდი წლის წინანდელი ფოტო. ამ დროს მე ოცნების აქტივისტებს ვუტარებდი ტრენინგებს არჩევნების საკითხებზე, მათ შორის გაყალბების საწინააღმდეგო საკითხებში."
მორიგ კითხვას, აქვს ან ჰქონია თუ არა ქართული ოცნების მიმართ რაიმე სიმპათია, პირდაპირ არ უპასუხა და რამდენიმეწუთიანია დაზუსტებების შემდეგ განაცხადა:
"გარკვეული პოზიცია მქონდა 2012 წლამდე, როცა მქონდა გარკვეული პოზიციები მაშინდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. [ქართული ოცნების მიმართ მაშინდელი სიმპათიები გამოწვეული იყო მაშინდელი ხელისუფლების მიმართ არსებული ანტიპათიით] — დაახლოებით ეს იყო".
მისთვის მიუღებელია, რომ მედიაში ოცნების აქტივისტად მოიხსენიებენ. თუმცა იმავე მედიამ, რომელმაც ის აქტივისტად მოიხსენია, აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებიდან რამდენიმე საათში მასალა გამოაქვეყნა, რომლშიც ეწერა, რომ ეს თანამდებობა შესაძლოა მას დაეკავებინა. ამ დროს არც კონკურსი იყო გამოცხადებული და შესაბამისად, ვერც მჟავანაძეს ექნებოდა განაცხადი გაგზავნილი.
"წინა გამოცხადებულ კონკურსში ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას და შემდეგ არაერთხელ მაქვს მეგობრების წრეში ნათქვამი, რომ მე კონკურსისი გამოცხადების შემდეგ ვაპირებდი მონაწილეობას... [მე და ბათუმელების ჟურნალისტებს], ჩვენ გვყავს საერთო მეგობრები, თან ძალიან ახლო", — განმარტავს მჟავანაძე.
დღეს, 24 მაისს დასრულდა აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღების ვადა. კონკურსის პარალელურად საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ნათია კაპანაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30 აპრილს მიმართა. ის ასაჩივრებს არხის მრჩეველთა საბჭოს 19 აპრილის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს.
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები