თუ თქვენ კატებისა და ძაღლების მოფერება გსიამოვნებთ, მაგრამ მათგან საპასუხოდ უპირობო სიყვარულის მიღება არ გსურთ და თანაც მათი თავები და კიდურები ნერვებს გიშლით, იაპონურ კომპანია Yukai Engineering-ს თქვენთვის იდეალური პროდუქტი აქვს.

ეს Qoobo-ა, მრგვალი, რბილი და ფუმფულა ბალიში, რომელიც თქვენს ყურადღებას კუდის ქიცინით უპასუხებს.

"კუდი კომუნიკაციის ისეთი საშუალებაა, რომელიც სიტყვებსა და ენას არ მოითხოვს", — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ფოტო: Qoobo

ეს პირველი კატა რობოტი არ არის, რომელიც ჩვენ გვინახავს, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ყველაზე უნიკალურია. Qoobo-მ გადაწყვიტა, რომ პროდუქტის შესაქმნელად არა მთილიანი ცხოველი, არამედ მისი მხოლოდ ერთი ნაწილი, კუდი გამოეყენებინა. თუ Qoobo-ს ხელს გადაუსვამთ, მისი კუდი ნელა მოძრაობას დაიწყებს, ხოლო თუ მას აქტიურად მოეფერებით, ის კუდის ქიცინს აქტიურად დაიწყებს.

Qoobo, შესაძლოა, იმ შემთხვევაშიც გამოგადგეთ, თუ ნამდვილი ცხოველების მიმართ ალერგია გაქვთ. Qoobo-ს ფასი $149-დან იწყება.

ფოტო: Qoobo