ორგანიზაცია მოქალაქის ორგანიზებით გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო დახმარება ჰქონდათ და აღარ აქვთ, მომხდარის გაანალიზება უჭირთ, რადგან გარკვეული ინდექსები არ ესმით:

"რა თქმა უნდა, ბიუჯეტი გაიზარდა, 3-ჯერ და 4-ჯერ გაიზარდა სოციალურად დაუცველების დახმარება. ცალკეული ადამიანები არიან, რომლებიც ღებულობდნენ არჩევნების პროცესში და შემდგომ ვეღარ მიიღეს, რაღაც ინდექსების გაგება არ შეუძლიათ. ასეთებიც არიან, რომ დაკარგეს კიდეც. მათ ობიექტური ანალიზი უჭირთ პრინციპში და მარტივად აანალიზებენ, ჰქონდათ და აღარ აქვთ. მაგრამ ასეთები ცოტანი არიან, ეს არ არის ძირითადი მასა. ძირითადი მასა მაინც არის ისეთი, რომ პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება ძალიან რთულად ესმით".

ეკონომიკურ ფორუმს ეკონომისტები, ბიზნესმენები და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ესწრება.