Once Upon a Time In Hollywood-ში მარგო რობის მცირე როლს რეჟისორი კვენტინ ტარანტინო სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.

რობი ფილმში რომან პოლანსკის ცოლის, შერონ ტეიტის როლს ასრულებს, რომელიც 1969 წლის 9 აგვისტოს მენსონის დაჯგუფების წევრებმა მოკლეს. მაშინ შერონი 8 თვის ორსული იყო.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. New York Times-ის ჟურნალისტმა ტარანტინოს უთხრა, რომ რობი ფილმის უფრო დიდ მონაკვეთში უნდა ყოფილიყო. ტარანტინომ კი მას მოკლედ უპასუხა:

"თქვენს თეორიებს არ ვიზიარებ".

მეორე დღეს, ტარანტინომ პასუხი განავრცო:

"თავიდან უფრო მეტ კადრში იყო გადაღებული, თუმცა, ფილმისთვის ზოგი კადრის ამოღება გახდა საჭირო. ყველა როლის შემსრულებელთან ხდება ასე. ფილმი მის ისტორიაზე არაა. ეს ფილმი რიკზეა (ლეონარდო დიკაპრიო), კლიფზეც (ბრედ პიტი) კი არაა. შერონი ფილმში ანგელოზივით ჩნდება. ის კეთილი მოჩვენებაა დედამიწაზე. რაღაც ხარისხით, ის ფილმში კი არაა, მაგრამ ის ჩვენს გულშია".

ამავე თემაზე: