საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს ისტორიული ვიზიტია, რადგან დამუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბოლო 23 წლის განმავლობაში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველად ჩამოვიდა.

ვან იმ მისასალმებელ სიტყვაში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ეს ვიზიტი მისთვის დიდი პატივია.

"გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ ყველა ქვეყანა თანასწორია, მიუხედავად მათი სიდიდისა. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს და სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", — განაცხადა ვან იმ.

მანვე აღნიშნა, რომ ვიზიტი პირველ რიგში მეგობრობის გამოხატულებაა და იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაღრმავდება.

"მეორე რიგში, ეს არის ვიზიტი მოსმენისთვის, რადგან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტიდან ამდენი წლის შემდეგ, ჩემთვის ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა შევიტყო, თუ როგორ გამოიყენა საქართველომ ჩვენი ურთიერთობები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რაც ვფიქრობ გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთგაგებას. და მესამე რიგში, ეს არის ვიზიტი, რომელიც დაგვეხმარება შევისწავლოთ ახალი შესაძლებლობები", — განაცხადა მან.

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო