ლარი დოლართან დღესაც გაუფასურდა. ახლა უკვე 0,43 თეთრით. ნახევართეთრიანი გაუფასურების შემთხვევაში ლარი დოლართან ისტორიულ ანტირეკორდს დაამყარებს.

23 მაისიდან ერთი დოლარი 2,7799 ლარი ეღირება. ამ დრომდე არსებული ანტირეკორდი 2016 წლის 22 დეკემბერს დამყარდა, როცა ერთი დოლარი 2,7846 ლარი ღირდა.