კასპის რაიონის, სოფელ აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის დედას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა. ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს.