ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზში დასაქმებული მაღაროელები მეშვიდე დღეა შიმშილობენ. ისინი ხელფასის მატებასა და სამუშაო და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, მანგანეზი თანახმაა მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილოს, თუმცა არ თანხმდება ხელფასის 50%-ით გაზრდის მოთხოვნას.

გაფიცულები აცხადებენ, რომ სხვა პირობებს არ დათანხმდებიან და პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ კომპანიის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას.

"მოგვხედოს სახელმწიფომ, ამის იმედი გვაქვს ყველას... თორემ ესენი საერთოდ არაფრის გამკეთებლები არ არიან და ჩვენი სიცოცხლის ფასად გვევაჭრებიან", — განუცხადა რუსთავი 2-ს ერთ-ერთმა მაღაროელმა.