13 რამ, რასაც ძუძუს კიბოს შესახებ არ ამბობენ
"ყველას არ უნდა, რომ ამ თემის ადვოკატად იქცეს. ზოგიერთს ურჩევნია, ჩუმად იბრძოდეს"
მასტექტომია ძუძუს მოკვეთის ოპერაციაა, რომელიც, როგორც წესი, ძუძუს კიბოს შემთხვევაში ტარდება, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას პრევენციის მიზნით იკეთებენ - იმიტომ, რომ დაავადების გამომწვევ გენს ატარებენ.
არსებობს მასტექტომიის რამდენიმე ტიპი, გააჩნია, როგორ ოპერაციას იკეთებს პაციენტი და რამდენ ქსოვილს აჭრიან. მაგალითად, არსებობს სრული მასტექტომია, ნაწილობრივი მასტექტომია, მასტექტომია, რომელშიც ძუძუსთავის შენარჩუნება შესაძლებელია და ასე შემდეგ. ხანდახან მხოლოდ ძუძუს მოკვეთა ხდება, ხანდახან კი - მკერდის კუნთებისა და ლიმფური კვანძებისაც.
ძუძუს კიბოს მქონე ქალები ხშირად ამბობენ, რომ თავს მარტოდ გრძნობენ და ინტერნეტში/გარშემო საკმარის ინფორმაციას ვერ პოულობენ იმასთან დაკავშირებით, რისი გავლაც მოუწევთ.
ეს ის 12 რამაა, რაც თვითონ პაციენტებს სურთ, რომ ამ გზაზე მდგომმა სხვა ადამიანებმა ან საზოგადოების წევრებმა იცოდნენ:
1. ძუძუს კიბო ნებისმიერ ქალს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს
ძუძუს კიბო ქალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. პაციენტების ასაკი კი როგორც წესი, 13-დან 90 წლამდე მერყეობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი, ყოველწლიური დიაგნოსტიკის ჩატარება, რადგან ადრეულ სტადიაში სიმსივნის მკურნალობა გაცილებით მარტივია.
2. მასტექტომიას ხშირად პრევენციის მიზნით იკეთებენ
მსოფლიოში დაახლოებით ყოველი მეთერთმეტე ქალი ძუძუს კიბოთი ავადდება და შანსი იმისა, რომ მომდევნო შეიძლება თავად გახდნენ, ქალებს მოსალოდნელი საფრთხის პრევენციისკენ უბიძგებს.
დიახ, გენეტიკური გამოკვლევების საშუალებით თავისუფლადაა შესაძლებელი პროცენტულად იმ რისკის მასშტაბის დადგენა, რომლის წინაშეც ადამიანი შეიძლება დადგეს. მაღალი გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაში კი ქალები პრევენციული ხასიათის მასტექტომიას იტარებენ ხოლმე.
3. მოკვეთის შემდეგ რეკონსტრუქციული ოპერაცია იგივე არაა, რაც მკერდის გადიდება
მასტექტომია იგივე არაა, რაც სტანდარტული პლასტიკური ოპერაცია. ქირურგები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ქსოვილი ამოკვეთონ და ამ პროცესში ნერვები ზიანდება. პაციენტების დიდი ნაწილი შეგრძნებებს ვეღარ იბრუნებს. გარდა ამისა, ეს ძალიან მტკივნეული ოპერაციაა და დრენაჟის ტარება რამდენიმე კვირის განმავლობაში აუცილებელია.
4. ქიმიოთერაპიის ეფექტები წლების შემდეგაც საგრძნობია
პირველივე წამიდან, როდესაც ექიმები ძუძუს კიბოს დიაგნოზს დასვამენ და გარდაუვალი ოპერაციასაც ნიშნავენ, ცხოვრება იცვლება.
ქიმიოთერაპიის დასრულება და თმის ამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ მკურნალობას სხეულზე კვალი არ დაუტოვებია. წამლებისა და ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტები ხანდახან 5-6 წლის მერეც საგრძნობია.
5. უამრავი ადამიანი ამბობს უარს მკერდის რეკონსტრუქციაზე
არსებობენ ქალები, რომლებიც ოპერაციის შემდეგ მკერდის რეკონსტრუქციაზე უარს ამბობენ. ისინი ფიქრობენ, და ძალიან ობიექტურადაც, რომ ამის გარეშეც ლამაზები და მომხიბვლელები არიან.
6. მასტექტომიის კვალი მხოლოდ ვიზუალური არაა
კვალი, რომელიც მასტექტომიის შემდეგ სხეულზე რჩება, სულაც არ არის რიგითი ნაიარევი — მას უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს. სიმბოლო გამარჯვების, რომელიც პაციენტმა ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში მოიპოვა.
7. რეაბილიტაციის პერიოდში დაძინება მარტივი არ არის
არც პოსტ-ოპერაციული პერიოდია მარტივი გადასაგორებელი და დისკომფორტი მოჰყვება. მაგალითად, რეაბილიტაციის პერიოდში, რამდენიმე თვის განმავლობაში, კომფორტულ პოზაში წოლა და დაძინება რთულია.
8. არც ერთ პაციენტს არ უნდა სხვების მიერ გადატანილი საშინელებების მოსმენა
რა თქმა უნდა, გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, თუმცა გამხნევებასა და დაშინებას შორის დიდი განსხვავებაა. "ჩემმა ნაცნობმა ქიმიოთერაპია გაიარა და ორგანოები დაეშალა", "ჩემს ძველ მეგობარს მკერდი მოაჭრეს და მაინც გაუვრცელდა კიბოს უჯრედები" - ეს ინფორმაციის მიწოდება არაა, უბრალოდ უგუნურებაა.
9. ტატუ უამრავ ადამიანს უბრუნებს თვითრწმენას
ხანდახან ძუძუსთავების ადგილას 3D ტატუებს იხატავენ და შედეგი არაჩვეულებრივია.
10. ძალიან რთული და დამღლელია, რომ ყოველთვის ძლიერი იყო
ოპერაციის შედეგად გადატანილი სტრესი ნერვულ სისტემაზე გავლენას ახდენს, თუმცა პაციენტები ამის გამო ბრძოლას არ წყვეტენ.
11. მგრძნობელობის დაკარგვა მოსალოდნელია
მასტექტომიის დროს, ნერვები, რომლებიც ძუძუს და თავებს მგრძნობელობით "ამარაგებს", ცალკევდება და დარჩენილ კანზე, სენსაციის შეგრძნების დაკარგვას იწვევს. დროის განმავლობაში, ზოგ ქალს შეგრძნება უბრუნდება, თუმცა ის წინა გამოცდილებასთან შედარებით მინიმალურია.
12. დახმარების მიღებაში არაფერია სამარცხვინო
ოპერაციის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი რეაბილიტაციის პერიოდის სრულყოფილად გავლაა. ამ დროს ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან დახმარების მიღება მნიშვნელოვანია.
13. არავინ განისაზღვრება მხოლოდ საკუთარი დიაგნოზით
ძუძუს კიბოს დროს, შესაძლოა პაციენტმა სხეულის ნაწილი დაკარგოს, თუმცა არ კარგავს საკუთარ ღირსებას, საუკეთესო თვისებებსა და ქალურობას. მასტექტომია ყველაზე ცუდი რამ არაა, რაც შეიძლება ქალს დაემართოს. პირიქით, ის ხშირად გამოსავალია ყველაზე ცუდი სიტუაციიდან. მკერდის გარეშე ცხოვრება ბევრად უფრო სწორი გადაწყვეტილებაა, ვიდრე სიმსივნის ორგანიზმში დატოვება და სიცოცხლეზე უარის თქმა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები