შავი სარკის დაბრუნებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი დრო რჩება და ნეტფილქსმა უკვე მოგვამარაგა ეპიზოდების სათაურებითა და ტრეილერებით.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სეზონშიც შევხვდებით ფუტურისტულ ტექნოლოგიებს და გავიგებთ, როგორ ზემოქმედებენ ისინი ადამიანების ქცევაზე.

1. Smithereens

იმ დღეს, როცა ყველაფერი უკონტროლო ხდება, ტაქსის მძღოლი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა. პერსონაჟებს ენდრიუ სკოტი, დემსონ იდრისი და ტოპერ გრეისი ასახიერებენ.

2. Rachel, Jack and Ashley, too

მარტოსული თინეიჯერი ცდილობს დაუკავშირდეს მის საყვარელ პოპვარსკვლავს, რომლის გლამურული გარეგნობის მიღმა კარგი არაფერი იმალება. ამ სერიაში მაილი საირუსს, ანგური რაისსა და მედისონ დეივენპორტს ვხედავთ.

3. Striking Vipers

როგორც კლასიკურ ამერიკულ ფილმებში და სერიალებში ხდება, კოლეჯის ორი უცნაური მოსწავლე ერთმანეთს უმეგობრდება. შავ სარკეში კი ისინი მრავალი წლის შემდეგ კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და ამ შეხვედრამ, შესაძლოა მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს. სწორედ აქ ნახავთ ენტონი მეკს Endgame-დან და აკვამენის იაია აბდულ-მატინს.

შავი სარკე სამი სერიით ნეტფლიქსზე 5 ივნისს ბრუნდება.