პარლამენტის წევრი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ აზრს ვერ ხედავს, ადამიანმა პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვას. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში მამუკა ბახტაძის ინტერპელაციის წესით მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

"პრემიერ-მინისტრი პარლამენტშია დაბარებული და არმგონია, ის რამეზე პასუხის გაცემაში კომპეტენტური იყოს. ან დეპუტატებმა ჩვენი დრო რატომ უნდა დავკარგოთ ან იმ კაცმა. პარასკევია და შაბათ-კვირა მოდის. ჯობია დავასვენოთ. ის მუშაობას ხუთშაბათობით არის მიჩვეული მთავრობის სხდომაზე გამოძახებით. პარასკევს მგონი სამდღიანი დასვენება ჩავუშალეთ", — საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თქვა დავით ჭიჭინაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ევროპულმა საქართველომ დაიბარა.