სამგორის გამგებელი, კახაბერ გულედანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერი, კახა კალაძე ადასტურებს.

კალაძე ამბობს, რომ გულედანმა კერძო სექტორში გადასვლა გადაწყვიტა.

"კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი ყველანაირი თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს... ჩვენ ძალიან გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას", — თქვა კალაძემ.

თბილისის საკრებულომ სამგორის რაიონის გამგებლად კახაბერ გულედანი 2018 წლის 4 მაისს დაამტკიცა.