5 მიზეზი, რატომ უნდა ვისწავლოთ ინგლისური ექსპრეს კურსით
უმრავლესობა ფიქრობს, რომ ინგლისური ენის სწავლა მარტივი არ არის და პირველ რიგში ამ სტატიით ამ სტერეოტიპის დამსხვრევას შევეცდებით. სინამდვილეში, მთავარი სწორი მეთოდოლოგიის და მასწავლებლის შერჩევაა, თუმცა ჩვენი მონდომების გარეშე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არაფერი გამოვა. ხშირად ხდება, რომ გვგონია, ენა კარგად ვიცით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება და უცხოენოვანი ადამიანის წინაშე ვრჩებით, ერთ სიტყვასაც ვეღარ ვამბობთ ინგლისურად. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკა და ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია, თანაც რაც შეიძლება ხშირად.
შენ შეიძლება ფიქრობდე, რომ პრაქტიკის მიღებას, სასაუბრო უნარების გამომუშავებასა და კომპლექსის დაძლევას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ "ბექას სკოლა" ექსპრეს სასაუბრო კურსით საპირისპიროს ამტკიცებს.
ჰმ, მემგონი ღირს გადამოწმებად, არა?
ჩვენ მოგიყვებით ხუთ მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ექსპრეს კურსი ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად.
1. სრულად ინგლისურენოვანი გარემო და პრაქტიკა
ინგლისურ ენაზე საუბარი პრაქტიკისა და შესაფერისი გარემოს გარეშე, ძალიან რთული რომ ჩანს, ეს უკვე ვთქვით. იმისთვის, რათა დახვეწო შენი აქცენტი, მარტივად და სხარტად შეძლო სასურველი წინადადებების წარმოთქმა და სასიამოვნო ბაასი გააბა თანამოსაუბრესთან, ვარჯიშია საჭირო.
ბექას სკოლაში ექსპრეს კურსი სწორედ ამ მიზანს ემსახურება — როგორც ყოფილი და არსებული მოსწავლეები ამბობენ, დაახლოებით ერთ კვირაში საერთოდ აღარ გექნება ინგლისურად მოსაუბრე, იგივე Native English Speaker-ების, გაგების პრობლემა. კურსის დასრულების შემდეგ კი, სულ რაღაც რვა კვირაში, გაგიქრება ყველანაირი კომპლექსი, ბარიერი თუ განცდა, რომ რაიმეს არასწორად ამბობ ან არასასიამოვნოდ საუბრობ.
2. ბრიტანელი და ამერიკელი მასწავლებლები
ექსპრეს სასაუბრო ინგლისურის კურსის განმავლობაში ბრიტანელი და ამერიკელი მასწავლებელი დაგეხმარებიან ინგლისურად საუბრის კომპლექსის დაძლევასა და ვერბალური კომუნიკაციის დახვეწაში. სწორედ ისინი ჩაგიტარებენ გაკვეთილებს და შეცვლიან შენს წარმოდგენას ინგლისურად მეტყველებასთან დაკავშირებით. ბექას სკოლაში, სხვა ცენტრებთან შედარებით, ყველაზე მეტი ინგლისურენოვანი მასწავლებელი ასწავლის.
თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს, რომელიც მათთან შეხვედრამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ:
ბენი
- ბექას სკოლის ყველაზე პოპულარული მასწავლებელი, ლინგვისტი და გრამატიკის გურუ;
- თუმცა გირჩევთ, რომ მის გაკვეთილზე 1 ქართულიც სიტყვაც კი არ თქვათ;
- ბენს ყველაზე მეტად უყვარს თავისი დაბადების დღე;
- მის სტუდენტებს უჩვეულოდ ხშირად მოაქვთ ხოლმე ტორტი მის გაკვეთილზე.
როკი
- თუ კი ვინმეს შეუძლია თქვენი თავდაჯერებულობა ცამდე აამაღლოს, ეს როკია;
- ის ბექას სკოლის ყველაზე გამორჩეული და ლაღი მასწავლებელია;
- როკს ყველაზე მეტად თავისი ცოლი, მოტოციკლი და როკენროლი უყვარს;
- მისი ოთახიდან ყოველ პარასკევს უცნაური ჟრიამულის ხმა გამოდის ხოლმე.
დემიენი
- მისმა მკვეთრად ბრიტანულმა აქცენტმა შეუძლებელია არ მოგხიბლოთ;
- ოპერა დემიენის ცხოვრების აზრია;
- თუკი შოკოლადი დაკარგეთ, იცოდეთ, რომ ის დემიენის აღებულია;
- მისი ოთახიდან უჩვეულოდ ხმამაღალი სიცილის ხმა გამოდის ხოლმე.
კარლი
- გნებავთ, კარლიტო, კარლსონ, კარლუშა, კარლმენი, როგორც თავად ამბობს;
- თუმცა, ის მაინც ყველაზე აკადემიური მასწავლებელია ბექას სკოლაში;
- მისი ბრიტანული მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა შეუძლებელია რომ გამოგეპაროთ;
- კარლს ყველაზე მეტად ქართული სამზარეულო და ფოტოგრაფია უყვარს.
3. ყველაზე თანამედროვე და გამოყენებადი ინგლისურის სწავლება
ჩვენ ხშირად წლების განმავლობაში ვსწვალობთ ინგლისურ ენას და ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე, რომ უცხოელებთან საუბრისას ბევრ რამეს ვერ ვიგებთ. იგივე პრობლემა გვაქვს მაშინ, როცა ფილმებს ინგლისურად ვუყურებთ და გვიჩნდება განცდა, რომ ინგლისური არც თუ ისე კარგად ვიცით. ეს ხშირად იმის ბრალია, რომ არის რაღაცები, რასაც წიგნებიდან ვერ ისწავლი.
ბექას სკოლაში ექსპრეს კურსზე ყველაზე თანამედროვე, ყოველდღიურად გამოყენებად და პრაქტიკულ ინგლისურს ასწავლიან, არც სლენგის და ზოგჯერ უხამსი სიტყვების სწავლებას ერიდებიან, რის შედეგადაც ამ სკოლის მოსწავლეები ზემოთ ხსენებული პრობლემების წინაშე საერთოდ აღარ დგებიან.
4. გრამატიკის ექსპრეს კურსით შესწავლის შესაძლებლობა
თუკი ფიქრობ, რომ შენს ინგლისურს ვერბალური გაუმჯობესების გარდა, გრამატიკულადაც სჭირდება გამართვა, ბექას სკოლაში გრამატიკის ექსპრეს კურსითაც შეგიძლიათ ისარგებლო. მოკლე დროში საუბართან ერთად, გრამატიკულ უნარებსაც დახვეწ, ამაში კი ქართველი პროფესიონალები დაგეხმარებიან. როგორც თვითონ ბექა ამბობს, ქართველი რომ ქართველს გრამატიკას აუხსნის, ისე სხვა ვერავინ შეძლებს.
გრამატიკის ექსპრეს კურსი კარგი საშუალებაა ინგლისურ ენაში გრამატიკული ცოდნის ნაკლებობის სწრაფად აღმოსაფხვრელად. რა თქმა უნდა, ამ კურსის ფარგლებშიც ბექას სკოლაში მხოლოდ ინოვაციურ, განსაკუთრებულ და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომებს იყენებენ, რათა რეალური ცოდნა მიიღოთ და არა უბრალოდ დაზეპირებული გრამატიკის წესები.
5. ზაფხულის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობა
ზაფხული ახალი ცოდნის მისაღებად ძალიან კარგი პერიოდია. კარგი განწყობა და მშვენიერი ამინდები ადამიანის მოტივაციასა და მონდომებას აძლიერებს. მითუმეტეს, თუკი ზაფხულის განმავლობაში ვერ ახერხებ დასასვენებლად დიდი ხნით წასვლას, შეგიძლია ეს პერიოდი სასარგებლოდ გამოიყენო. ბექას სკოლა მთელი ზაფხულის განმავლობაში იმუშავებს, რაც კარგი შანსია შენთვის, რომ გაიუმჯობესო ინგლისური ენის უნარები.
ის, რაც ბექას სკოლას გამოარჩევს, თანამედროვე მიდგომები და მეგობრული გარემოა, რომელიც იმდენად შეგიყვარდება, რომ ყოველდღე გაკვეთილზე სიარული ბედნიერებად გექცევა. თანაც, ექსპრეს კურსი მართლა ყოველდღიურად, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით ტარდება.
ბექას სკოლაში მიღება 18 წლიდან იწყება და ინგლისური ენის ნებისმიერი დონის მქონე ადამიანს შეუძლია კურსის დაწყება. სხვადასხვა ჯგუფების გაკვეთილები დილის 10 საათზე იწყება და საღამოს 11 საათამდე გრძელდება, შენ კი ამ შუალედში ნებისმიერ ჯგუფში შეგიძლია იპოვნო საკუთარი ადგილი.
ოღონდ, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ფიქრისთვის ბევრი დრო არ გაქვს. ბექას სკოლაში ადგილები ელვის სისწრაფით ივსება. სანამ შენ ფიქრობ, სხვები ირჩევენ. ზაფხულშიც კურსებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ექსპრეს კურსზე მოხვედრა გინდა 3 ან 10 ივნისიდან, მაშინ ჯობია, რომ რეგისტრაცია დღესვე გაიარო და დაჯავშნო შენი ადგილი. მანამდე კი, შეგიძლიათ ცოდნის დონის დასადგენი ტესტიც შეავსოთ, რათა ზუსტად იცოდეთ, რომელი დონიდან უნდა დაიწყო სწავლა.
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
კომენტარები