Toy Story-ის ფრენჩაიზი Pixar-ის ყველაზე საყვარელი სერიებია. მის მეოთხე ნაწილს კი ემატება ის, რაც ყველა წინა ფილმში გაკლდათ — კიანუ რივზის ხმა. ის ახალ სათამაშოს, სახელად დიუკ კაბუმს გაახმოვანებს.

სათამაშოების ჯონ ვიკი ჩვენს ნაცნობ გმირებს დაკარგული მეგობრის, ფორქის ძებნაში დაეხმარება.

Toy Story 4 ეკრანებზე 21 ივნისს გამოდის. მანამდე გაეცანით 43 ფაქტს Toy Story 4-ის შესახებ, რომელიც პრემიერამდე უნდა იცოდეთ.