თბილისის მერიამ "ღამის ეკონომიკის" კვლევის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 135 ათასი ლარია.

მერია გეგმავს შეისწავლოს "ღამის ეკონომიკის" ფარგლებში მოქმედი ბიზნესი და ელის, რომ გაიზრდება მათი რაოდენობა. უწყებაში მიაჩნიათ, რომ ასე გაიზრდება ტურიზმიც.

ღამის ეკონომიკის კონცეფცია თბილისის მერმა საზოგადოებას გასული წლის აპრილში გააცნო.