მერია ძველი თბილისის ნაწილზე სამშენებლო რეგულაციების შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, 22 მაისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძე აცხადებს, რომ თბილისის ისტორიულ ნაწილში შენობების სიმაღლეებთან დაკავშირებით არის პრობლემები და სწორედ ამან გამოიწვია რეგულაციების შემოღება. მისივე თქმით, მერიის წარმომადგენლები დეველოპერებს შეხვდნენ და პროექტი "ყველა მოიწონა".

"ისტორიულ ნაწილს ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება... ჩვენ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა დეველოპერებთან. მათ გავაცანით ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება. ყველა ეთანხმება რომ აუცილებელია", — ამბობს კალაძე.

მერმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება ძველ თბილისში სამშენებლო რეგულაციების პრეზენტაცია.