როგორც იქნა, მეტი შევიტყვეთ ფილმზე, რომელსაც ყველა ელოდება: ცოტა ხნის წინ Sony Pictures Entertainment-მა ტარანტინოს მეცხრე პროექტის, ერთხელ ჰოლივუდში სრული ტრეილერი გაავრცელა.

ფილმი, რომელიც 1970-იანი წლების ჰოლივუდის ისტორიას გვიყვება, ვარსკვლავებითაა სავსე: ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, დაკოტა ფენინგი და ალ პაჩინო მთავარ როლებში არიან.

ტრეილერში პირველად ვხედავთ ალ პაჩინოსა და კურტ რასელს, ისევე, როგორც დეიმონ ჰერიმანის მიერ განსახიერებულ ჩარლზ მენსონს. დიკაპრიო შუა ხნის ასაკის კინოვარსკვლავს, რიკ დალტონს თამაშობს, რომელიც დიდი ხანია, კასკადიორ კლიფ ბუსსთან თანამშრომლობს (ბრედ პიტი). ისინი ლოს-ანჯელესის მუდმივად ცვალებად გარემოში თავის გატანას ცდილობენ. მარგო რობი დალტონის მეზობელს, მსახიობ შერონ ტეიტს განასახიერებს, რომელიც 70-იან წლებში მენსონის ოჯახის მსხვერპლი გახდა.

ერთხელ ჰოლივუდში კინოთეატრებში 26 ივლისს გამოდის.

ამავე თემაზე: