თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი გიორგი შარვაშიძე გახდა. აკადემიური საბჭოს 36 წევრისგან შარვაშიძის კანდიდატურას მხარი 21-მა დაუჭირა.

თანამდებობისთვის სულ სამი კანდიდატი იბრძოდა, ესენია: განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე, უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე და პროფესორი გიორგი ბარამიძე.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრების კერჭისყრის პროცედურა 14:00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა.

კენჭისყრას წინ უძღოდა კანდიდატების გასაუბრება აკადემიური საბჭოს წევრებთან.

გიორგი შარვაშიძე განათლების მინისტრის მოადგილე იყო 2013 წლიდან დღემდე. ასევე, იგი იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის, აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი 2004-2013 წლებში და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი.

შარვაშიძე ასევე განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა 1994-1996 წლებში და განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო 1996-2000 წლებში.