მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანების ხანგრძლივმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ მათი ძაღლები ნებისმიერ მანძილზე გრძნობდნენ, როცა ისინი ჩიფსის ახალ შეკვრას ხსნიდნენ — ლოგიკურია, ზოგადად ისინი ხომ სუნსულა ცხოველები არიან და იდეალური ყნოსვაც აქვთ?!

ცოტა ხნის წინ ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი საკუთარ გვერდზე დადო ვიდეო წარწერით — "როგორ იქცევა ჩემი ძაღლი, როცა ჩიფსის შეფუთვას ვხსნით".

ყველაფერი აქედან დაიწყო:

ეს სახალისო პოსტი ძალიან სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და შედეგად უამრავი სხვა სასაცილო ვიდეო მივიღეთ, რომლებსაც ტვიტერზე მომხმარებლები ტვირთავდნენ.

ნახეთ ძაღლების სასაცილო რეაქციები, როცა მათი პატრონები ჩიფსს ხსნიან:

ყველაფერს მიხვდა!

ჩიფსდედექტორი აქვს თვალებში

"საჭმელი გაქვს?"

თავის წილს ელოდება

"რა ხდება, რა ხმაურია?!"

თვალებს ვერ უჯერებს, რომ მის გარეშე ჭამენ ჩიფსს

თქვენი ძაღლიც ხვდება, რომ სახლში ახალი ჩიფსის შეკვრა გაიხსნა?