როგორ და რატომ აირჩია ჯორჯ მარტინმა დევიდ ბენიოფი და დი ბი ვაისი — მწერლის პასუხი
შეიძლება, მოგბეზრდათ კიდეც იმაზე საუბარი როგორ მძიმედ გადაიტანეს ფანებმა Game Of Thrones-ის ფინალი, მაგრამ დღევანდელი მსოფლიოს რეალობა ეს არის და ვერსად გავექცევით. სერიალის დასასრული მძიმე აღმოჩნდა მსახიობებისა და პროდიუსერებისთვისაც.
ამ გაწამაწიაში ყველას დაგვავიწყდა რას ფიქრობდა და გრძნობდა საგის ავტორი ჯორჯ მარტინი, რომელმაც საკუთარი პირმშო სახეშეცვლილი იხილა ეკრანებზე. მწერალმა თავად შეგვახსენა თავი და შეაფასა სერიალის ფინალი.
"უკანასკნელი ღამე. უკანასკნელი შოუ. რვა ეპიკური სეზონის შემდეგ Game Of Thrones დასრულდა. სიმართლე გითხრათ რთული დასაჯერებელია, რომ ყველაფერი დასრულდა. წლები თვალის დახამხამებაში გაფრინდა", — წერს საკუთარ ბლოგზე მარტინი.
თვალის დახამხამებას რას ეძახის ვერ გეტყვით, რადგან უკვე წლებია ალოდინებს ფანებს და ახალი წიგნს არ აქვეყნებს. თუმცა, კრიტიკისთვის დროებით დავინდოთ, რადგან ერთი საინტერესო დეტალი გაგვიმხილა. მან ისაუბრა იმაზე როგორ და რატომ აირჩია დევიდ ბენიოფი და დი ბი ვაისი მისი საგის გადასაღებად.
"ნუთუ ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემმა მენეჯერმა ვინს ჯერარდისმა ლოს-ანჯელესში შეხვედრა დამიგეგმა, სადაც პირველად ვნახე დევიდ ბენიოფი და დი ბი ვაისი. შეხვედრა ლანჩზე დაიწყო და სადილის შემდეგაც გაგრძელდა", — წერს ის.
მზად ხართ გაიგოთ როგორ გადაწყვიტა მარტინმა მათთან თანამშრომლობა?
დარწმუნებული ხართ საკუთარ გადაწყვეტილებაში?
ჩვენ გაგაფრთხილეთ!
"მე ვკითხე მათ იციან თუ არა ვინ არის ჯონ სნოუს დედა. საბედნიეროდ, მათ იცოდნენ. ასე დაიწყო ყველაფერი", — წერს მარტინი.
წარმოდგენაც კი არ გვინდა რას ფიქრობენ ახლა ის ფანები, რომლებსაც ვაისისა და ბენიოფის შემოქმედება არ მოეწონათ. თურმე, რამდენ მათგანს ჰქონდა შანსი თავად გადაეღო სერიალი და აეხდინა ის ათეულობით თეორია, რომელთა უგულებელყოფაზეც ასე შესტკივა გული. ბოლოს და ბოლოს დასაწყისშივე გაერკვა ყველა ერთგული გულშემატკივარი იმაში, რომ ჯონი ლიანა სტარკის შვილი იყო.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები