ვითიბი ბანკის ახალი მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლებელია საგზურის მოგება კოპენჰაგენში, ეროვნული ნაკრების მატჩზე ფეხბურთში.

გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MasterCard-ისა და Visa-ს ბარათის მფლობელს შეუძლია. ვებგვერდიდან თანხის გადარიცხვა მარტივად არის შესაძლებელი, ამისთვის მიმღების ტელეფონის ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის შეყვანაა საჭირო. თანხა წამებში აისახება მიმღების ანგარიშზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს და კვირის ნებისმიერ დღეს.

რაც უფრო მეტჯერ გადარიცხავთ თანხას, მით უფრო მეტია საგზურის მოგების შანსი. ყოველი გადარიცხვისას გროვდება ერთი ქულა, თანხის მიმღების მიერ ჩატარებულ ყოველ ტრანზაქციაზე დამატებით გროვდება თითო ბონუს ქულა. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ტრანზაქციების რაოდენობის და შესაბამისად დაგროვილი ქულების მიხედვით. ყველაზე მეტი ქულის ანუ პირველი ადგილის მფლობელი გაემგზავრება კოპენჰაგენში, მეორე ადგილზე გასული მიიღებს მობილურ ტელეფონს, Samsung Galaxy S10-ს, მესამე ადგილის მფლობელი კი 500-ლარიან ვაუჩერს.

ქულების დაგროვება შესაძლებელია 26 მაისის ჩათვლით, გამარჯვებული გამოვლინდება არაუგვიანეს 3 ივნისისა.