ნეტფლიქსის უცნაური ამბები მესამე სეზონით 2019 წლის 4 ივლისს დაბრუნდება, ზუსტად იმ დღეს, როდესაც აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ახალ სეზონში მოქმედება 1985 წლის ზაფხულში, კვლავ ინდიანაში ხდება. ტრეილერში აუზზე შეკრებილ ჰოუკინსის მოსახლეობას ვხედავთ და იქ მაშველად მაქსის ძმა, ბილი ჰარგროუვი მუშაობს.

ტრეილერი ბევრად უფრო ოპტიმისტური და მხიარულია, ვიდრე წინა, რომელიც Netflix-მა მარტში გამოუშვა. მასში ჩვენს მთავარ გმირებს, სკოლის მოსწავლეებსა და მათ უცნაურ მეგობარს, ილევენს ვერ ვხედავთ.

თუმცა, გამოვიდა პერსონაჟების ახალი პოსტერები. "ერთ ზაფხულს ყველაფრის შეცვლა შეუძლია", — ასეა დასათაურებული თითოული მათგანი.