NDI-ს კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც თიბისის საქმე იცის, ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე პოლიტიკურად განპირობებული იყო.

კითხვაზე, იცოდნენ თუ არა თიბისის საქმე, მოსახლეობის 68 პროცენტი დადებით პასუხს სცემს. სწორედ, ამ ადამიანის 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება "უმეტესად პოლიტიკური ინტერესებით მოტოვირებული" იყო. მხოლოდ 16 პროცენტი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიზანი "უმეტესად დამოუკიდებელი გამოძიებით განპირობებული" იყო.

ფოტო: ndi

კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2019 წლის 28 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ცატარდა. პირისიპირ ინტერვიუს გზით წარმომადგენლობითი შერჩევით 2 927 ადამიანთან ჩატარდა. კვლევა, ასევე, წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2,3 პროცენტია.

NDI კვლევებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ატარებს, საველე სამუშაოები კი CRRC საქართველოს შესრულებულია.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.