ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 29 პროცენტი ფიქრობს, რომ რელიგია საზოგადოებას ჰყოფს. გამოკითხულთა 62 პროცენტი ფიქრობს, რომ აერთიანებს, ხოლო 9 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის.

მოსახლეობის 81 პროცენტი ფიქრობს, რომ საზოგადოებას პოლიტიკოსები ჰყოფს. 73 პროცენტი ამბობს, რომ საზოგადოებას რუსეთი ჰყოფს, ასევე 73 პროცენტი ფიქრობს, რომ არსებული ეკონომიკური სისტემა ჰყოფს. 72 პროცენტი კი ამბობს, რომ საზოგადოების პოლარიზებას მედია ახდენს.

ფოტო: NDI

კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2019 წლის 28 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს გზით წარმომადგენლობითი შერჩევით 2 927 ადამიანთან ჩატარდა. კვლევა, ასევე, წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2,3 პროცენტი.

NDI კვლევებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ატარებს, საველე სამუშაოები კი CRRC საქართველოს შესრულებულია.