ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სასამართლოს საქმიანობას "ცუდად" აფასებს. NDI-ის კვლევის მიხედვით, წელს მოსახლეობის 38 პროცენტი აფასებს სასამართლოს საქმიანობას უარყოფითად, 2014 წლის აპრილში კი — 13. ეს მაჩვენებელი ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.

2014 წლის აპრილის მსგავსად, 2019 წლის აპრილშიც სასამართლოს მუშაობას "კარგად" მხოლოდ 12 პროცენტი აფასებს. ამავე პერიოდში მკვეთრად, 40 პროცენტით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ სისტემის მუშაობას "საშუალოდ" აფასებდა (2014 წელი — 54%; 2019 წელი — 31%).

ფოტო: NDI

კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2019 წლის 28 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ცატარდა. პირისიპირ ინტერვიუს გზით წარმომადგენლობითი შერჩევით 2 927 ადამიანთან ჩატარდა. კვლევა, ასევე, წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2,3 პროცენტია.

NDI კვლევებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ატარებს, საველე სამუშაოები კი CRRC საქართველოს შესრულებულია.