NDI-ს კვლევის მიხედით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 17 პროცენტი ხმას ქართულ ოცნებას მისცემს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას — 14 პროცენტი. ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტების 27-მა პროცენტმა არ იცის ხმას ვის მისცემდა, ხოლო 16 პროცენტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს.

ფოტო: NDI

ამავე კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 60 პროცენტს გადაწყვეტილი არ აქვს რომელ პარტიას ან გაერთიანებას დაუჭერს მხარს.

კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2019 წლის 28 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს გზით წარმომადგენლობითი შერჩევით 2 927 ადამიანთან ჩატარდა. კვლევა, ასევე, წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2,3 პროცენტი.

NDI კვლევებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ატარებს, საველე სამუშაოები კი CRRC საქართველოს შესრულებულია.