თბილისში, 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა იჩხუბეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპისთვის არ ადასტურებს ინფორმაციას ვინმეს დაჭრის შესახებ.

ეს ის ადგილია, სადაც, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ ლევან დადუნაშვილი მოკლეს, დათო სარალიძე კი დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებით მოგვიანებით გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობისთვის დგება.