გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა, საპროტესტო ტალღა ზუგდიდიდან დაიწყოს, გადაედოს მთელ ქვეყანას და ივანიშვილის სასახლესთან დასრულდეს. ამის შესახებ მან ზუგდიდში განაცხადა.

"ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან. უნდა დაგვანებოს თავი იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები... ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ, არ დავტოვებთ არცერთ ქუჩას, უბანს, სოფელს და ქალაქს, ყველანი ერთად ხელი-ხელ-ჩაკიდებულები უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვიშოროთ ივანიშვილი", — თქვა რულოვსმა.

მისივე განცხადებით, ქვეყნის გადარჩენა და აღმშენებლობა ივანიშვილის გარეშე უნდა გაგრძელდეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პირველივე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი, გეგა შენგელია იმარჯვებს