Google-მა მსოფლიოს სმარტფონების რიგით მეორე უდიდეს მწარმოებელს, ჩინურ ჰუავეის ანდროიდის ოპერაციული სისტემის განახლება შეუზღუდა. როგორც ჰუავეის წარმომადგენელმა იაპონურ მედიას უთხრა, აღნიშნული ცვლილებისთვის კომპანია მზად იყო.

ახალი დიზაინის ჰუავეის სმარტფონებმა გუგლის აპლიკაციებზე წვდომა დაკარგა. ცვლილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც ჰუავეი იმ კომპანიების სიას დაემატა, რომლებთანაც ამერიკული ფირმები ლიცენზიის გარეშე ვეღარ ითანამშრომლებენ.

გუგლმა განაცხადა, რომ ვალდებულებებს იზიარებს და შედეგებს განიხილავს. ჰუავეი კი BBC-სთან ამბობს, რომ უსაფრთხოების განახლებებს ჰუავეის სმარტფონებისა და ტაბლეტების ამჟამინდელ მომხმარებლებს კვლავ შესთავაზებს:

"ჩვენ განვაგრძობთ უსაფრთხო და მდგრადი პროგრამული სისტემის შენებას, რათა მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ".

საქართველოში ჰუავეის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ "განგაშის საფუძველი არ არსებობს".

რას ნიშნავს ცვლილება ჰუავეის მომხმარებლისთვის?

ჰუავეის ამჟამინდელ მომხმარებლებს საშუალება გექნებათ განაახლოთ აპლიკაციები, გამოიყენოთ გუგლის Play სერვისები და მართოთ დაცვის პარამეტრები.

მაგრამ, 2019 წლის ბოლოს, როდესაც გუგლი ანდროიდის ახალ ვერსიას გამოუშვებს, ის ჰუავეის მოწყობილობებზე მიუწვდომელი იქნება.

შესაძლოა, რომ ჰუავეის სამომავლოდ საერთოდ აღარ ჰქონდეს ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა YouTube და Maps.

ჰუავეი დასავლურ ქვეყნებში კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ ტექნოლოგიას ჩინეთი შესაძლოა სადაზვერვო მიზნებით იყენებდეს. ამის საპასუხოდ კომპანიამ განაცხადა, რომ ის ჩინეთის მთავრობისგან დამოუკიდებლად მუშაობს და მისი მომხმარებლის ინფორმაციის საფრთხეს არ უქმნის.