უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისა უმაღლესი რადას დაშლის შესახებ განაცხადა. ზელენსკიმ ამის შესახებ საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, უმაღლესი რადას დარბაზში განაცხადა.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება:

"მე ვშლი უმაღლესი რადას მერვე მოწვევას! დიდება უკრაინას".

გარდა ამისა, მან მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა, რათა ადგილები "მომავალი თაობისთვის დაეთმოთ". პარლამენტის დაშლამდე ზელენსკიმ მოუწოდა დეპუტატებს მიეღოთ კანონი დეპუტატების ხელშეუხებლობის შესახებ. გარდა ამისა, გაათავისუფლონ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენპროკურორი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. ამისთვის მან დეპუტატებს 2 თვე მისცა.

ფიცის დადების ცერემონია უმაღლესი რადას დარბაზში გაიმართა და მას მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. გარდა ამისა, ცერემონიას დაესწრნენ ყოფილი პრეზიდენტები, პეტრო პოროშენკო და ვიქტორ იუშჩენკო.