უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია უმაღლესი რადას დარბაზში გაიმართა და მას მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრნენ.

გარდა ამისა, ცერემონიაზე იყვნენ ყოფილი პრეზიდენტები, პეტრო პოროშენკო და ვიქტორ იუშჩენკო.