ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77 პროცენტისთვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მისაღებია.

ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტად სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ემხრობა (82 პროცენტი), ასაკის მიხედვით, ამ იდეას მხარს 18-დან 34-წლამდე ადამიანები უჭერენ (80 პროცენტი), რაც შეეხება სქესს — ქალების 78, ხოლო კაცების 76 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.

ფოტო: NDI

კვლევა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა, ასევე, წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.