NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არაა. გამოკითხულთა მხოლოდ 27 პროცენტი ამბობს, რომ საქართველო მზადაა ევროკავშირის წევრი გახდეს, ხოლო 14-მა პროცენტმა არ იცის.

დასახლებების, ასაკისა და სქესის მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა.

ფოტო: NDI

ის ვინც ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა, ყველაზე ხელისშემშლელ ფაქტორებად ასახელებენ: საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტი (36 პროცენტი), რუსეთი (20 პროცენტი), დემოკრატიის ნაკლებობა (15 პროცენტი), განუვითარებელი ეკონომიკა (14 პროცენტი).

ფოტო: NDI

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა, ასევე, წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.