მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პოლიტიკური პარტია გირჩის კანდიდატმა, ჰერმან საბომ არჩევნების დასრულების შემდეგ გირჩის ეგზიტპოლზე ისაუბრა. მისი თქმით, გირჩმა საარჩევნო უბანზე ხმების 15,86% დაიმსახურა.

"გირჩი არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჩაატარა ეგზიტპოლი. ჩვენი მეგობარი, რომელსაც გამოცდილება აქვს სოციოლოგიურ კვლევებში, მოხალისეებთან ერთად დაგვეხმარა, რომ აგვეწყო კუსტარული რისერჩ-კომპანია. ეგზიტპოლი არაა პროფესიონალურ დონეზე შესრულებული და ისიც კი არ ვიცით, რამდენპროცენტიანი აცდენა გვაქვს", - განაცხადა ჰერმან საბომ.

კანდიდატის თქმით, ამავე ეგზიტპოლით, პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა, მეორე ტურში კი შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს ბლოკის კანდიდატი) და ლადო კახაძე (ქართული ოცნების კანდიდატი) გადავიდნენ.

ჰერმან საბოს განცხადებით, ეგზიტპოლში 1 700-მდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ისინი არჩევანს ანონიმურად, სმარტფონში აფიქსირებდნენ.