ხეოფსის პირამიდის სიახლოვეს, ეგვიპტის დიდ მუზეუმთან აფეთქება მოხდა, რა დროსაც ადგილზე ტურისტებით სავსე ავტობუსი იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, მინიმუმ 16 ადამიანია დაშავებული. მათი უმრავლესობა უცხოელი ტურისტია.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ეს მეორე ინციდენტია ეგვიპტეში, რომლის დროსაც ტურისტები დაშავდნენ. დეკემბერში, ადგილობრივი გიდი და სამი ვიეტნამელი ტურისტი გიზის პირამიდების სიახლოვეს აფეთქებულმა ბომბმა იმსხვერპლა.

გიზის, იგივე ხეოფსის პირამიდა, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთადერთია, რომელმაც ჩვენს ეპოქამდე მოაღწია. მას რეკონსტრუქცია უტარდება და 2020 წელს სრულად გაიხსნება.