გახსოვთ, როგორ ვცხოვრობდით სმარტფონებამდე? დასაკეცი და ტრიალა ტელეფონები, ექსპერიმენტები მობილურის ზომასა და კლავიატურის ფორმატთან დაკავშირებით, სელფის გადაღების სირთლეები...

მოდით, ამ სტატიით პატივი მივაგოთ 2000-იანების ლეგენდარულ მოდელებს:

1. Motorola Razr, რომელსაც უზარმაზარი ფან-კლუბი ჰყავდა

გახსოვთ, როგორი ღილაკები ჰქონდა?

2. ბლექბერი, რომელიც თავს მაღალი თანამდებობის პირად გაგრძნობინებდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ კლასელებთან მესიჯობდი

წარმოგიდგენიათ 2-მეგაპიქსელიანი კამერა?!

3. Sidekick - მობილური, რომელიც მდიდარ ტიპებს და პარის ჰილტონს ჰქონდათ

4. LG-ის სრიალა მოდელი

5. Razr-ის ბიძაშვილი, რომელიც გვარწმუნებდა, რომ აიპოდი აღარ დაგვჭირდებოდა

[მაგრამ აიპოდს მაინც ვერ ანაცვლებდა]

6. LG Rumor, რომელსაც "საიდუმლო" კლავიატურა ჰქონდა

7. ნოკია, რომელზეც საათობით ვთამაშობდით სნეიქს

8. Nokia 3650, რომელიც წინამორბედებზე მსუბუქი იყო და ჯინსის ჯიბეში თავისუფლად ეტეოდა

9. Samsung Juke კუთხის საზომ მოწყობილობას ჰგავდა

10. Motorola V70 - მბრუნავი ტელეფონი

აქედან ყველანი 2002-ში მივდივართ.

11. Nokia 7280 - ტელეფონი, რომელსაც ძირითადად მუსიკალურ კლიპებში ვხედავდით და იშვიათად - რეალურ ცხოვრებაში

12. Nokia 3250 (2006 წელი) - ერთ მხარეს კლავიატურა ჰქონდა, მეორე მხარეს - ღილაკები მუსიკისათვის

13. ტელეფონი, რომელიც ბიძაჩვენებს ჰქონდათ - Siemens SL45i

14. Nokia 1100, რომელსაც მანათობელი ღილაკები ჰქონდა

ფოტო: Amazon

15. Siemens SX1 - ეკრანის გვერდით განლაგებული ღილაკები საკმაოდ მოუხერხებელი ინოვაცია იყო

16. Sony Ericsson P800 - 2002 წელს გამოსულ ამ მოდელს ხშირად გამოსახავდნენ ფოტოებზე სპეციალური სადგამითა და სტილუსით

17. Motorola-ს ეს მოდელი Razr-ის "გოგოურ" ვერსიას წარმოადგენდა

18. Nokia 5200 მობილურის დიზაინში ნამდვილი გარღვევა იყო და დღესაც კი თანამედროვედ გამოიყურება

19. Sony Ericsson W810i - მელომანების საყვარელი მოდელი

20. და ბოლოს, მოტოროლა, რომელიც გვახსენებს, ვისი გორისა ვართ

აბა, ცოტათი ხომ არ მოგენატრათ ელემენტის ხანგრძლივი სიცოცხლე და ზედმეტად მარტივი თამაშები?