თავისუფალი ზონის წევრი გიორგი მათიაშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდში მოიპოვა ქართული ოცნების დოკუმენტები სადაც წერია, უბნებზე ვინ უნდა აკონტროლოს უბნებზე ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლები.

მათიაშვილი ამბობს, რომ პარტიის წარმომადგენლებს ეს სია სკამზე დარჩათ და მათ იპოვეს. მისივე თქმით, გარდა იმ ფურცლებისა, რომლებიც მას აქვს, ბევრად დიდი მასალა უკვე შტაბში გაგზავნეს.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge