მარნეულში ქართული ოცნების კანდიდატმა, ზაურ დარგალმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართვლი პარტია არჩევნებს აყალბებს. მისი თქმით, ეს სიცრუეა, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებს.

დარგალმა საპირისპიროდ დასდო ბრალი ოპოზიციას პროვოკაციების მოწყობაში. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ქალაქში დადიან და ყვირიან, რომ ბიულეტენი მოიპარეს.

კანდიდატმა არ ისურვა წინამორბედის, თემურ აბაზოვის მოღვაწეობის შეფასება. მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული.მარნეულში არჩევნები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გადადგა. მას დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო წაუყენეს ბრალი. აბაზოვი 13 ივნისს დაკავეს, გადადგომის შესახებ კი 13 თებერვალს განაცხადა.

აბაზოვმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შუეცვალეს.