საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი უარყოფს, რომ ზუგდიდში საარჩევნო უბნებზე სიებით დადის. ამის შესახებ მან On.ge-ს განუცხადა.

"სიებით არ დავდივარ, თუმცა, სიები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. იქ ქალბატონი ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, ვიღაცას უვარდებოდა მანქანაში და მე რომ დამინახა, მითხრა, აბა, სიებით რომ არიან, თუ არის ეს დარღვევაო, მე ვუთხარი, არ არის დარღვევა და თუ არის, შენ მითხარი მეთქი, ვერაფერი მითხრა, რადგან არ არის დარღვევა", — თქვა მათიკაშვილმა.

სოციალურ ქსელში დავით მათიკაშვილის ფოტოები გავრცელდა. ავტორი წერს, რომ მათიკაშვილი უბნებზე სიებით დადის.