ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა ზუგდიდის მერის არჩევნების 10 საათის აქტივობის მონაცემები გამოაცხადა.

მირანდა მესხის განცხადებით, 10 საათის მონაცემებით ზუგდიდის მერის არჩევნებზე აქტივობამ 8,06% შეადგინა. საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირებული 120 837 ამომრჩევლიდან, 10 საათისთვის, 9734 გამოცხადდა.

2017 წლის ზუგდიდის მერის არჩევნებზე ცესკოს მონაცემებით 10 საათისთვის აქტივობა 5,7% იყო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 5,5%, ხოლო მეორე ტურში 5,75%.