თავისუფალი დემოკრატების ყოფილმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ თბილისში სპეციალურად შალვა შავგულიძის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. ამის შესახებ მან მთაწმინდის მე-5 უბანზე განაცხადა, სადაც ხმა უკვე მისცა.

ალასანიამ პოლიტიკურ კითხვებს არ უპასუხა და თქვა, რომ უბანზე არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ ხმის მისაცემად და მეგობრის მხარდასაჭერად მივიდა.

"შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდში. ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს... მას სჭირდება მხარდაჭერა. ამიტომ მოვედი აქ", — თქვა ალასანიამ.

შალვა შავგულიძე თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს ბლოკის კანდიდატია.