ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტორაბის კანდიდატი, ლადო კახაძე ამბობს, რომ ის გამარჯვებაში დარმწუნებულია. ამის შესახებ მან მე-12 საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც ხმა უკვე მისცა.

"მინდა, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ, განვითარებამ და იმ ქვეყნის გაერთიანების იდეის გამარჯვებამ, რაც თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მე გამარჯვება სიტყვას ვამბობ, არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო", — ამბობს კახაძე.

მისივე თქმით, ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშეა.

"ქვეყანა რომელიც არის დამოუკიდებლად ასოცირებული ევროკავშირში, ეს არ მოსწონს იმ ქვეყანას, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთითაა გალაგებული. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი სიძლიერი და პოტენციალი ერთმანეთის საპირისპიროდ გამოგვაყენებინოს", — თქვა კახაძემ.