თუ იცით, როგორ გამოიყურება ინსტაგრამის იდეალური გვერდი და სხარტი ტვიტების წერაც შეგიძლიათ, შესაძლოა, ბრიტანეთის სამეფო კომუნიკაციის გუნდისთვის იდეალური კანდიდატი იყოთ. დედოფალი ელიზაბეტ მეორე სოციალური მედიის მენეჯერს ეძებს.

ახალი კადრის მოვალეობა იქნება, დედოფალი ვირტუალურ სამყაროში აქტიურად ჩანდეს. ამ ვაკანსიაზე დასაქმებული ადამიანი საერთაშორისო ვიზიტებს გააშუქებს, სტატიებს დაწერს და სოციალური მედიის არხებს მართავს. რაც შეეხება ანაზღაურებას, სამეფო ოჯახი მზადაა, 38 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადოს (თვეში $3 100), თუმცა თანხა შეიძლება გამოცდილების მიხედვით შეიცვალოს.

  • სამუშაო ადგილი – ბუკინგემის სასახლე;
  • შვებულების ხანგრძლივობა – 33 დღე;
  • ლანჩები – უფასო.

დედოფალი ელიზაბეტი სოციალური მედიაში ახალბედაა, თუმცა სრულად გამოუცდელი — არა. მან ამ წლის მარტში ინსტაგრამზე, TheRoyalFamily ანგარიშზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა. ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ტვიტერზე სამეფო ოჯახს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.