Game Of Thrones-ის ფანებს არ დაუმალავთ, რომ ფინალური სეზონი არ მოეწონათ. მაგრამ, არავის ეგონა თუ უკმაყოფილება ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა. პეტიციას, რომლითაც მერვე სეზონის ხელახლა გადაღებას ითხოვენ, უკვე მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

"დევიდ ბენიოფმა და დ.ბ. ვაისმა დაამტკიცეს, რომ არიან არაკომპეტენტური სცენარისტები. მათ არ შეუძლიათ წერა, როცა არ აქვთ საწყისი მასალა (წიგნები), რომელსაც დაეყრდნობიან. ეს ისტორია იმსახურებს ფინალურ სეზონს, რომელსაც აზრი ექნება", — წერს პეტიციის ავტორი.

4 დღეში მილიონი ხელმოწერის შეგროვება სავსებით შეიძლება რეკორდად ჩაითვალოს. ამაში დასარწმუნებლად სჯობს კომპეტენტურ ადამიანებს დაველოდოთ, ჩვენ კი ფინალური სერიისთვის მოვემზადოთ.

საკულტო სერიალის ბოლო სერია HBO-ს ეთერში 20 მაისს თბილისის დროით დილის 5 საათზე გავა.

ამავე თემაზე: