ანსამბლ ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელმა, შერმადინ ჭკუასელმა განაცხადა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე "ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა". მისი თქმით, ამაზე მთელი ანსამბლის სახელით შეუძლია საუბარი.

"ოჯახის სიწმინდე და ძლიერება არის საბრძოლი. ჩვენი ლამაზი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ძლიერების, ჩვენი ტრადიციების შენარჩუნების და ყოველგვარი სიკეთის", — ასე შეაფასა მან პირველ არხთან პატრიარქის დაწესებული დღესასწაული.

ანსამბლმა ერისიონმა, ისევე როგორც, ეროვნულ ნაციონალურმა ბალეტმა სუხიშვილებმა დღეს სამების ეზოში გამართულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. ერისიონის დამფუძნებელი ჯემალ ჭკუასელი პატრიარქისა და მღვდელმთავრებისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში იჯდა.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.

ამავე თემაზე: