თქვენგან განსხვავებით, ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი GOT-ის ფინალური სეზონით კმაყოფილია.

იმის პარალელურად, რომ ასობით ათასი ადამიანი პეტიციით მე-8 სეზონის ხელახლა გადაღებას ითხოვს, GOT-ის ხმამაღალმა გულშემატკივარმა შოუს მხარდაჭერა გამოუცხადა:

"მომეწონა სამეფო კარის თამაშების ბოლო სეზონი, მათ შორის ისიც, რომ დეინერისმა მეფის სავანე გაანადგურა. [სერიალმა] დიდი კრიტიკა მიიღო, მაგრამ, ჩემი აზრით იმიტომ, რომ ხალხს მისი დასრულება არ უნდა. თუმცა, ხომ იცით, როგორ ამბობენ: ყველაფერი კარგი..."

კინგმა, რომელიც თავად საშინელებათა ჟანრის მწერალია, სავარაუდოდ, იგულისხმა, რომ ყველაფერი კარგი საბოლოოდ სრულდება.

რაც შეეხება მის მოსაზრებას, სიმართლის მარცვლის პოვნა რთული არაა — იმ ეპოქაში, სადაც ფანების თეორიები და მოსაზრებები სუპერ-პოპულარულია, ალბათ ძალიან რთულია ისეთი შოუსთვის იდეალური დასასრულის შექმნა, როგორიც არის სამეფო კარის თამაშები.

მაყურებელს უახლოეს მომავალში ისღა დარჩენია, რომ მეექვსე, საბოლოო სერიას დაელოდოს. სამომავლო პერსპექტივაში კი, ვინ იცის, იქნებ HBO-მ 790 ათასი ფანის მოთხოვნა გაითვალისწინოს.

ამავე თემაზე: