ამერიკელი რეჟისორი მეთ რივზი სავარაუდოდ მალე დაასახელებს ახალ ბეტმენს, რომელიც სუპერგმირზე გადაღებულ მომავალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ როლს Twilight-ის მსახიობი რობერტ პატინსონი მოირგებს, თუმცა, Deadline-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.

Warner Bros. და მეთ რივზის შერჩეულ საბოლოო შორტ ლისტში პატინსონი ნამდვილადაა, თუმცა ასევე არის ნიკოლას ჰალტი. ბრიტანელი მსახიობი ისეთ პოპულარულ ფილმებში თამაშობს, როგორიცაა Mad Max და Tolkien. მისი მომავალი ფილმი, X-Men: First Class film Dark Phoenix, დიდ ეკრანებზე 7 ივნისს გამოდის.

დედლაინი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შოუს პროდიუსერების აზრით, ორივე მსახიობი საუცხოო ბეტმენი იქნება, სწორედ ამიტომ უჭირთ მათ საბოლოო გადაწყვეტილების გაჟღერება.

ბეტმენის ახალი ფილმის გამოსვლის თარიღად 2021 წლის 25 ივნისია ჩანიშნული.