პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ბრალდებები სახელმწიფო კომპანიებში კორუფციის შესახებ "გაბრაზებული ადამიანის პოზიცია". მისი თქმით, ქობულიამ თეორიული საუბრის ნაცვლად, კონკრეტული ფაქტები უნდა დაასახელოს.

"ზოგადად, ჩვენ, მართვაში, როგორც ცენტრალურ, ისეადგილობრივ დონეზე, გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. მე ამაზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრები... შემიძლია დაგპირდეთ, რომ როდესაც კონკრეტული ფაქტი იქნება, რომ ვინმე, არ აქვს მნიშვნელობა რა დონეზე, გარეულია კორუფციაში, ჩვენ და კანონი ვიქნებით ძალიან მკაცრი", — განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი 18 აპრილს მოაწერა. ქობულიამ განაცხადა, რომ თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია.

15 მაისს პარლამენტში დეპუტატებთან შესახვედრად მისულმა ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანიები არის "არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდე". მისი თქმით, ეს კომპანიები საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილია და საჭიროა მათი ნაწილობრივ პრივატიზაცია. მანვე აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდი არაეფექტურია და მისი შედეგიანობა დაბალია.